ქვემო ქართლი. პლატფორმა სალამ აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ორგანიზაცია გეგმავს ქვემო ქართლის მრავალფეროვნების საჩვენებლად და ტურისტული პოტენციალის მხარდასაჭერად დაიწყოს კამპანია #აღმოაჩინექვემოქართლი და ჩამოაყალიბოს ვირტუალური ადგილობრივი გიდი.
„ამ კამპანიის ფარგლებში, სოციალური ქსელების სახლში დარჩენილ მომხმარებლებს ყოველდღიურად მივაწოდებთ ქვემო ქართლის მხარის ღირსშესანიშნაობათა შესახებ ცნობებს დართული ფოტომასალით, რათა ხელი შეეწყოს გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს, წალკისა და რუსთავის შემოგარენში წარმოდგენილ ბუნებისა თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ცნობადობას. ჩვენ მოვამზადებთ ინფორმაციას როგორც ქართულ, ისე ინგლისურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რათა საერთაშორისო ტურიზმთან ერთად ადგილობრივი ბაზარიც დაინტერესდეს ქვემო ქართლით“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)