en
ge

თავისუფალი პრესა, როგორც ვაქცინა

თავისუფალი პრესა, როგორც ვაქცინა

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის თამარ ონიანის ბლოგპოსტს: თავისუფალი პრესა, როგორც ვაქცინა. ბლოგპოსტი პრესის თავისუფლების დღეს ეძვნება და მასში დასმულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა პრესის დევნა, ცენზურა, ადამიანის უფლებების შეზღუდვა ობიექტური და სანდო ინფორმაციის მიღებაზე.

„შეძლებდა თუ არა მსოფლიო ერთი ნაბიჯით წინ ყოფილიყო ვირუსთან ბრძოლაში, თუკი ვირუსის პირველწყაროს თავისუფალი პრესა ეყოლებოდა?! პანდემიის ყველაზე ადრეული დღეებიდან, როდესაც ჩინეთის მთავრობამ, ისევე, როგორც უკვე შემდგომ პერიოდში არაერთმა სახელმწიფომ, გვაჩვენა მაგალითი, თუ რა გავლენა აქვს ადამიანის თავისუფლებაზე, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, პრესის დევნას, ჩაგვრას, შევიწროებას.

დღევანდელი დღე შეხსენებაა ყველა სახელმწიფოს ხელისუფლებისა და ჩვენთვის, ადამიანებისთვის, რომ ჩვენი თავისუფლების მოპოვების გზაზე, სიტყვა - მთავარი იარაღია, ხოლო ჩვენი სათქმელი კიდევ იმ ადამიანების, ჟურნალისტების, რეპორტიორების მიერ გაღებული შრომის შედეგად ფორმირდება, რომლებიც, თავიანთი ყოველდღიური საქმიანობით ქმნიან „ვაქცინას“ ყველა იმ „ვირუსის“ წინააღმდეგ, რომელიც მიზანმიმართულია ადამიანის, არა მიზნად აღქმის, არამედ მისი საშუალებად ქცევისკენ. დღეს პრესის თავისუფლების დღეა, და ყველას, ვინც თავისუფლების ამ ქოლგის ქვეშ მოიაზრება, მადლობა უნდა ვუთხრათ! მადლობა.“

სრულად...

წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023