თბილისი.საქართველოს იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ,
სამართლიანმა არჩევნებმა, 27 აპრილის შუალედურ არჩევნებზე საუბნო საარჩევნო
კომისიებში მდივნების არჩევის საკითხზე განცხადება გაავრცელეს. „მიგვაჩნია,
რომ ცესკომ 2013 წლის შუალედურ არჩევნებზე მდივნის არჩევის წესი
კანონის არსისა და მისი სულისკვეთების საწინააღმდეგოდ განმარტა. შედეგად კი
აღმოჩნდა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების მენეჯერულ პოზიციებზე კვლავ მმართველი
პოლიტიკური ძალის მიერ დანიშნული წარმომადგენლები აღმოჩნდნენ. ვფიქრობთ, კანონის
სწორი განმარტების პირობებში, ერთ პოლიტიკურ პარტიას ან ერთ პოლიტიკურ ძალას არ
უნდა მისცემოდა იმის შესაძლობლობა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის მენეჯერულ
პოზიციებზე დომინირებული მდგომარეობა ჰქონოდა", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: gyla.ge