თბილისი. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ლუსინე დოსტიბეგიანი ინფორმაციას თარგმნის პანდემიის შესახებ, რათა მასზე სომხურენოვან საზოგადოებასაც მიუწვდებოდეს ხელი.
„ლუსინე დოსტიბეგიანი ერთ-ერთი ასეთი მოხალისეა. თავის მშობლიურ ქალაქ თეთრიწყაროში იგი ახალგაზრდულ ცენტრს ხელმძღვანელობს და ახალგაზრდების განათლებასა და მათთვის უკეთესი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება. ცენტრის საქმიანობა არც პანდემიის დროს შეჩერებულა. ლუსინე და მისი მეგობრები ქალაქში სოციალური დისტანცირების აღმნიშვნელ სტიკერებს აკრავენ და ავრცელებენ ინფორმაციას კორონავირუსისგან დაცვის გზების შესახებ. ლუსინე ასევე ეხმარება ადგილობრივ ხელისუფლებას, ხმა მიაწვდინოს მუნიციპალიტეტის სომხურენოვან მოსახლეობას“, ნათქვამია გაეროს განვითარების პროგრამის ვებგვერდზე.
წყარო: www.ge.undp.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)