თბილისი. ჩართულობის და განვითარების ცენტრის (CPD) ინფორმაციით, ვიტალი საფაროვი, გრეტა ტუნბერგი და ბერტა კასერასი, ჰააგაში, გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის კედელზე დახატეს.
„15-მეტრიანი მურალი პატივს მიგებს ყველას, ვინც თავისუფლების, თანასწორობის, სამართლიანობის, გარემოს დაცვის, სიმშვიდისა და უკეთესი მსოფლიოსთვის იბრძვის. ვიტალის დანახვა ამ შესანიშნავ მურალზე, თანაც ასე შორს ჩვენი ქალაქიდან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ შეგვიძლია ჰააგაში ჩავიდეთ, ჩვენში წინააღმდეგობრივ ემოციებს აღვიძებს. ძალიან გვიხარია და ვამაყობთ, რომ ვიტალი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება სამართლიანობისა და თანასწორობისთვის ბრძოლას მიუძღვნა, რომელსაც მრავალფეროვნების, სოლიდარობისა და მიმღებლობისა და ადამიანების დახმარების სჯეროდა და რომელიც სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა კიდეც, იქცა იმედისა და შთამაგონებელი ცვლილებების სახედ, თუმცა, ამავე დროს მისი მონატრება საოცრად გვიტეხს გულს“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)