თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ლიკა ჯალაღანიას ბლოგპოსტს: 17 მაისი - დასასრული.
„დღეს არსებულმა პანდემიის კრიზისმა, ადამიანის უფლებათა ზემოაღნიშნული დომინანტური დღის წესრიგის ხარვეზულობა თვალნათლივ წარმოაჩინა, განსაკუთრებული რისკის ქვეშ დააყენა რა ის ჯგუფები, რომელთა სოციალური პირობები ვერ აღმოჩნდა საკმარისი პანდემიის უმძიმეს პირობებს გამკლავებოდა და რომლებამდეც სახელმწიფოს მხრიდან არსებითად ხარვეზული ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული უმცირესი დახმარებაც ვერ მივიდა.
ამ კრიზისმა აჩვენა ადამიანთა რეალური წუხილები და საჭიროებები, რომელიც ლიბერალურ უფლებათა ენითა და ერთჯერადი სამოქმედო აქტივობებით იყო გადაფარული, რომელიც ემსახურებოდა სხვათა, თუმცა არა მოწყვლადი ჯგუფების, და მათ შორის, ლგბტქი ადამიანთა ინტერესებს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)