en
ge

საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი თელავსა და გურჯაანში

კახეთი. გურჯაანსა და თელავში დოკუმენტური ფილმების ფესტივალი  ჩატარდა. ფესტივალი გურჯაანში მუსიკალურ სკოლაში, ხოლო თელავში, მედია კაფე თელავში 11, 12 და 13 აპრილს გაიმართა.  ფესტივალის ფარგლებში ორივე მუნიციპალიტეტში პარალელურად „ძველი თელავის ფოტოებისა" და „ძველი გურჯაანის სახეების" ფოტოგამოფენაც გაიმართა. კინოფესტივალების ორგანიზატორია ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში".  რეგიონული პარტნიორი კი „მედია ცენტრი კახეთი’’, და  „საქდოკ ფილმი" საქართველო". ფესტივალის ფარგლებში გარდა ფილმების ჩვენებისა, მოეწყო დისკუსია.
პროექტის კოორდინატორის, შორენა კუჭუხიძეს თქმით, ფესტივალის მიზანია, არა მხოლოდ კარგი ფილმების ჩვენება, არამედ მოქალაქეების აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსიის პროცესში ჩართვა –  „ფილმები გადაღებულია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და თითოეული მათგანი წარმოდგენილია ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალზე "ერთი მსოფლიო”.
ფესტივალის რეგიონალური პარტნიორი ორგანიზაცის ,,მედია ცენტრი კახეთის’’ დამფუძნებელის, მაია მამულაშვილის თქმით, ფესტივალზე წარმოდგენილი ფილმები განსხვავებული თემატიკისა იყო, მათ შორის ადამიანის უფლებებზე, პოლიტიკურ რეჟიმებზე, რასიზმზე, მიგრაციაზე და სხვა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)