თბილისი. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები ეხმიანებიან TV 25 -ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მაუწყებლის მიმართ არათანასწორი მოპყრობის შესახებ.
„2020 წლის 18 მაისს ჟურნალისტმა საჯარო განცხადება გაააკეთა, რომ აჭარის მთავრობა მათთან ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდა. მედიის როლი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში შეუცვლელია. ჟურნალისტების მოვალეობაა გააცნონ გადასახადის გადამხდელებს მათ მიერ დაქირავებული მოხელეების მოქმედებები და შედეგები, ეს პროცესი კი არ შეიძლება იყოს დამოკიდებული საჯარო მოხელეების სურვილზე. რადგან მედიასთან ურთიერთობა საჯარო საქმიანობის თანმდევი ატრიბუტია“, ნათქვამია განცხადებაში.
კოალიცია მიმართავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ბატონ თორნიკე რიჟვაძეს გადახედოს მედიასთან ურთიერთობის პოლიტიკას, ხოლო სახალხო დამცველს სთხოვს, შეისწავლოს აღნიშნული საქმე.
წყარო: კოალიციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)