სამცხე–ჯავახეთი. 11 აპრილს „ახალგაზრდა ადვოკატებისა" და „ახალგაზრდა ფინანსისტების" წარმომადგენლები შიდა–ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ორგანიზაციებმა ადგილობრივ საზოგადოებას საბჭოთა ანაბრების კვლევის მიმდინარეობა და საკითხთან დაკავშირებული პრობლემატიკა გააცნეს. ამასთან, ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმიც: „თავისუფლების ხარკი."
„ახალგაზრდა ადვოკატები" და „ახალგაზრდა ფინანსისტები" საქართველოს რეგიონებში დაგეგმილ გასვლით შეხვედრებს მართავს, რომლის მიზანია, ადგილობრივ საზოგადოებას უშუალოდ გაეცნოს საბჭოთა ანაბრების ეკონომიკური და სამართლებრივი კვლევის მიმდინარეობა. ერთკვირიანი გასვლითი შეხვედრების ფარგლებში, მრგვალი მაგიდა ადგილობრივ არასამთავრობო სექტორთან და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან შედგება. რეგიონებში შეხვედრებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები მასპინძლობს.
წყარო: npo.ge