შიდა
ქართლი. 13 აპრილს, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მისივე
ინიციატივით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, ამერიკული და ადგილობრივი მხარეების მონაწილეობით.
გორის ორგანიზაციებიდან მიწვეულ იყვნენ საია-ს გორის ოფისი,
გორის საინფორმაციო ცენტრი, დემოკრატიული განვითარების ინსტიტუტი, ქალთა ასოციაცია
მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის, მეგობრობის ხიდი - ქართლოსი და სამართლიანი არჩევნების
და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ხოლო ამერიკული მხრიდან მონაწილეობდნენ ამერიკის საელჩოსა და აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს საპარლამენტო
არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაცია სხვადასხვა ასპექტში. სტუმრებმა განსაკუთრებით
გაამახვილეს ყურადღება ადამიანის უფლებების დაცვაზე, გენდერული თანასწორობის პრობლემებზე
და ადგილობრივი თვითმმართველობის მომავალ რეფორმაზე.