თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
განცხადებას ავრცელებს და საქართველოს პროკურატურას მიმართავს შეისწავლოს ნაძალადევის
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედებები.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 30 მარტს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა საჩივარი წარადგინეს. მასში ნათქვამია, რომ ნაძალადევის საოლქო კომისია, საუბნო საარჩევნო კომისიის არაპარტიული წევრების შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობისას მონაწილეთა დისკრიმინაციას მათი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით ახდენდა. „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ეს საჩივარი არ განიხილა. ჩვენი მოსაზრებით, ცესკო ვალდებული იყო გადაემოწმებინა საჩივარში მოყვანილი სერიოზული ბრალდებები. მივმართავთ საქართველოს პროკურატურას შეისწავლოს ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედებებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის საკითხს", ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მიმართვაში.
წყარო: transparency.ge