თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს სტატიას: 5G ტექნოლოგია, რუსული დეზინფორმაცია და კორონავირუსი.
სტატიაში საუბარია 5G ტექნოლიგიასთან დაკავშირებული კონსპირაციის თეორიებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც. ამ ტექნოლოგიას ადამიანების არცთუ მცირე ნაწილი სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველად მიიჩნევს და პანდემიის პერიოდში, კოვიდ 19-ის გავრცელებასთანაც დააკავშირეს. საქართველოში სოციალურ ქსელში ამ ტექნოლოგიის საწინააღმდეგო ორი ჯგუფია შექმნილი და მანიფესტიც კი არსებობს, ახალი თაობის უსადენო ინტერნეტის დანერგვის აკრძალვასთან დაკავშირებით.
„სინამდვილეში 5G წარმოადგენს უსადენო კავშირის ტექნოლოგიის მე-5 თაობას, რომელსაც სმარტფონები და სხვა მობილური მოწყობილობები ინტერნეტ კავშირისთვის იყენებენ. როგორც 4G LTE და 3G ქსელები, 5G-ც რადიოტალღების საშუალებით ვრცელდება, რომლებიც ადამიანისთვის უსაფრთხო ელექტრომაგნიტურ სპექტრს არ აღემატება“, ნათქვამია სტატიაში.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)