თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ გამოაქვეყნა 7 შენიშვნა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. „რჩება საკითხები რომლებიც კვლავაც დახვეწას საჭიროებს, იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას შრომის კოდექსის მთავარი მიზანი –მაქსიმალურად დააბალანსოს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობა", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე. შენიშვნები მოიცავს შემდეგ საკითხებს: ვადიანი ხელშეკრულებები, კოლექტიური და ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებები, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, უქმე დღეები, მტკიცების ტვირთი, კოლექტიური შრომითი ხელშეკრულება, გაფიცვა/ლოკაუტის უფლების წარმოშობა.
წყარო: transparency.ge