თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან 40 მილიონი ლარი ტენდერების გარეშე იხარჯება.
„სოფლის პროგრამის შემთხვევამ შექმნა სახიფათო პრეცედენტი, როდესაც მრავალ შესყიდვაზე შეიძლება გაიცეს გამარტივებული შესყიდვის ერთიანი ნებართვა. გარდა იმისა, რომ ეს ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, ის პირდაპირ ეწინააღმდეგება შესყიდვების სააგენტოს გაცხადებულ მიზანს, შემცირდეს გამარტივებული შესყიდვების წილი სახელმწიფო შესყიდვებში. ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა შთამბეჭდავი შედეგი გამოიღო – 2016-2018 წლებში გამარტივებული შესყიდვის წილი სახელმწიფო შესყიდვებში 37%-დან 19%-მდე შემცირდა. ამ ფონზე, გაუგებარია, რატომ გასცემს შესყიდვების სააგენტო კანონთან შეუსაბამო ერთიან თანხმობას სოფლის პროგრამის მთლიანად გამარტივებული შესყიდვით გახარჯვაზე“.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)