თბილისი. მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის (MAC) აქვეყნებს ბლოგპოსტს: როგორ შევიმუშავოთ ეფექტური ქცევითი კონტრაქტი.
„ქცევითი კონტრაქტი ქცევის მართვის ერთ-ერთი ეფექტური სტრატეგიაა. ის მოზრდილსა და ბავშვს შორის პრობლემური ქცევის ცვლილების შესახებ არსებული შეთანხმების წერილობითი აღწერილობაა. აღნიშნული სტრატეგია ემსახურება პრობლემური ქცევის შემცირებას და მისაღები ქცევების სწავლებას.
ქცევითი კონტრაქტის მეშვეობით, ბავშვი სწავლობს, რომ გარკვეული პრივილეგიის მისაღებად საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების განხორციელება. ეს მას ეხმარება იყოს მეტად ორგანიზებული, მიზანზე ორიენტირებული. ქცევითი კონტრაქტის შედგენისას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის ჩართულობა, მისი მოსაზრებების გაზიარება და კონტრაქტის პირობების ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრა. ასეთ შემთხვევაში, ბავშვები მეტად იღებენ პასუხისმგებლობას მის შესრულებაზე“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)