თბილისი. „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” საბჭომ, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) განცხადება განიხალა, რომელიც, 24 მაისს, ტელეკომპანია „მთავარი“-ს ეთერში გასული გადაცემის „მთავარი აქცენტები“ წამყვანის, ნიკა გვარამიას მონოლოგის შინაარსს ეხებოდა.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ, 8 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით, დასტურდება, რომ ნიკა გვარამიამ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია და მაყურებელს ზემოაღნიშნული არაზუსტი ინფორმაცია მიაწოდა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)