თბილისი. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის” რადიომაუწყებლების საჭიროებების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
„კოალიციის წევრი ორგანიზაციები, გავეცანით კომუნიკაციების კომისიის (შემდგომში „კომისია“) მიერ შემუშავებულ სტრატეგიის პროექტს - კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების თაობაზე.
ჩვენი მოთხოვნაა შეიქმნას სახელმწიფო კომისია საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის, საანძო ინფრასტრუქტურის, საერთაშორისო (მათ შორის, ITU ) ექსპერტების და დარგის სხვა სპეციალისტების ჩართულობით. ჩვენ მზაობას გამოვთქვამთ კვლავაც მივიღოთ მონაწილეობა ამგვარი უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში. გვჯერა, ამგვარი დაგეგმარებით შესაძლებელი იქნება ვიზრუნოთ რადიო სექტორის გადარჩენაზე და შევუქმნათ მათ სათანადო პირობები განვითარებისათვის.
ამავე დროს, კოალიცია აუცილებლობად მიიჩნევს კონსულტაციებისათვის პროცესში ჩაერთოს ჩვენი საიმედო პარტნიორი - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)