თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მთელ მსოფლიოში საარჩევნო პროცესებზე კოვიდ 19-ის გავლენას აფასებს.
„პანდემიასთან დაკავშირებული რისკების საფუძველზე, ამ ეტაპზე უკვე 60-მდე ქვეყანაში გადაიდო საპრეზიდენტო, საპარლამენტო ან ადგილობრივი დონის არჩევნები. თუმცა, ცალკეულ ქვეყნებში, საფრთხის მიუხედავად, არჩევნები მაინც ჩატარდა. ამ სტატიაში განვიხილავთ ორივე ტიპის მაგალითებს და მათ ფონზე წარმოვადგენთ 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინასწარ ანალიზს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)