en
ge

კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციასთან გამკლავება

კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციასთან გამკლავება

ევროკომისიის 10 ივნისის ანგარიშის თანახმად, კოვიდ 19-ის პანდემია ცრუ და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციების მასობრივი ტალღის თანხლებით მიმდინარეობს. ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანმა ინფორმაციებმა, სახიფათო, ცრუ მტკიცებებმა, კონსპირაციის თეორიებმა და სამომხმარებლო თაღლითობამ მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნა საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.

ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციები კორონა ვირუსის შესახებ, აზიანებს სოციეტალურ ერთობას, თუმცა უპირველესად ჯანდაცვას. ცრუ და შეცდომაში შემყვანი ნარატივები სხვადასხვა ფორმით შეიძლება გავცელდეს, ისინი ვარირებს მიზანმიმართული, წინასწარ განზრახული დეზინფორმაციიდან არასწორ ინფორმაციამდე და განსხვავებულ საპასუხო ქმედებებს მოითხოვს.

ევროკომისიის განცხადებით, გარეშე აქტორები, კონკრეტულად, რუსეთი და ჩინეთი მონაწილეობენ მიზანმიმართულ, გავლენის გამავრცელებელ ქმედებებში და დეზინფორმაციის კამპანიებში ევროკავშირში, მის სამეზობლოში და მთელ მსოფლიოში.

დეზინფორმაციების მაგალითებად ევროკომისიას მოჰყავს ისეთი მცდარი მტკიცებები, როგორიცაა „ძლიერი ქიმიური საყოფაცხოვრებო ხსნარების და სამედიცინო (ეთილის) სპირტის დალევა კურნავს კორონავირუსს“, რა თქმა უნდა, ეს მტკიცება არასწორია და საზიანოა ჯანმრთელობისთვის. Belgium’s Poison Control Centre-ზე დაყრდნობით, ამ პერიოდში, ქიმიურ საყოფაცხოვრებო ხსნარებთან დაკავშირებული ინციდენტები 15%-ით გაიზარდა.

კონსპირაციის ერთ-ერთი თეორიის მტკიცებით: კორონავირუსი „არის ინფექცია, რომელიც მსოფლიო ელიტების მიერ მოსახლეობის ზრდის შესამცირებლად გავრცელდა“. სამეცნიერო მტკიცებულება კი ცხადყოფს, რომ კოვიდ 19 მიეკუთვნება ცხოველური წარმოშობის ვირუსების ოჯახს, რომელიც მოიცავს SARS და MERS ვირუსებსაც.

მტკიცება, რომ თითქოს „5G ინსტალაციები ავრცელებს ვირუსს“ შორსაა მეცნიერული დასაბუთებებისგან და ანძებზე თავდასხმისთვის გამოიყენეს.

ევროკავშირი გააგრძელებს დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ხელს შეუწყობს მოქალაქეების გაძლიერებას, ცნობიერების ამაღლებას და სოციეტალური მედეგობის ზრდას. ევროკომისია მხარს დაუჭერს მედია-წიგნიერების პროექტებს, კრიტიკული აზროვნების, ციფრული უნარების განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. კომისია ასევე, ყურადღებას გაამახვილებს ისეთ ჯგუფებზე (ბავშვები, ახალგაზრდები), რომლებიც უფრო მოწყვლადები არიან ცრუ, შეცდომაში შემყვანი ინფორმაციების მიმართ.

სრულად...

წყარო: ec.europa.eu

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)