თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში.
„გამოკითხულთა უმრავლესობას სმენია ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილი „ფეისბუკის“ გვერდების შესახებ. მოსახლეობის დიდი ნაწილი ასევე, ფიქრობს, რომ ხელისუფლება მედიის საქმიანობაში ერევა.
სოციალურ მედიაში დეზინფორმაციასთან ბრძოლა ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. საქართველოში ეს პრობლება განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ მძაფრდება, როცა პოლიტიკური ძალები, მათ შორის ყველაზე აქტიურად მმართველი პარტია, ყალბ გვერდებს ოპონენტების და არა მხოლოდ მათი დისკრედიტაციის მიზნით იყენებენ“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)