თბილისი. „მითების დეტექტორი“ აქვეყნებს ბლოგპოსტს: ვინ გააყალბა სახალხო დამცველის კომენტარი „ვეფხისტყაოსნის” აკრძალვაზე.
„11 ივნისს ფეისბუქ გვერდებსა და ჯგუფებში გავრცელდა ონლაინ გამოცემა on.ge-ის სტატიის სქრინი, სათაურით პოემა „ვეფხისტყაოსანი“ რასისტულია და უნდა აიკრძალოს, რადგან ხშირადაა გამოყენებული „მონა ზანგი“. სქრინზე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიას ფოტოა განთავსებული და აღნიშნულ ციტატაც სწორედ მას მიეწერება.
აღნიშნული სქრინი თავდაპირველად 11 ივნისს 9:51 საათზე ფეისბუქ პროფილმა „მრისხანე. ბაბუაწვერა” გამოაქვეყნა, რომელიც საკუთარ ვინაობას მალავს და სამუშაო ადგილად on.ge-ის რედაქცია აქვს მითითებული. „მრისხანე.ბაბუაწვერას” პოსტი სატირა იყო, რომლითაც ის Netflix-ის მიერ ფილმ „ქარწაღებულნის” ჩვენებიდან დროებით ამოღებას გამოეხმაურა. აღნიშნული ხუმრობა მოგვიანებით როგორც სახალხო დამცველის რეალური კომენტარი ფეისბუკში ვირუსულად გავრცელდა და ის გარკვეულმა ონლაინ პლატფორმებმაც აიტაცეს“.
წყარო: mythdetector.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)