თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესს.
ორგანიზაციას მიაჩნია, რომ პროცესს სამოქალაქო აქტივისტების გამოხატვის თავისუფლებისა და აქტივისტური საქმიანობის შემოწმებისა და კონტროლის მიზანი შეიძლება ჰქონდეს. „ამასთან, ჩვენთვის პრობლემურია ამავე საქმეზე გამოსაკითხი პირის სტატუსით ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის თამთა მიქელაძის მოწვევა, რომელიც წლების განმავლობაში თანასწორობის პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს. მიგვაჩნია, რომ გამოკითხვამ შესაძლოა ჩვენი მუშაობის შემოწმების შინაარსი შეიძინოს,“ ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)