აჭარა. 27 ივნისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ბათუმის ხელოვანთა სახლმა
„არგანი" კინოფესტივალ BIAFF–ის
ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს. ამასთან მოხდა კინოფესტივალის ახალი
ვებ–გვერდის პრეზენტაცია და დაანონსდა დაგეგმილი აქტივობები.
საორგანიზაციო ჯგუფი ფესტივალის დაწყებამდე, 27 ივლისიდან
6 აგვისტოს ჩათვლით, საზაფხულო კინოსკოლის ორგანიზებას გეგმავს. პროექტის ფარგლებში
ჩატარდება სცენის განვითარების საკითხებზე 8–დღიანი ინტენსიური ტრენინგი, რომელსაც
ინგლისელი ტრენერი უხელმძღვანელებს.
გარდა ამისა, დაგეგმილია ყოველწლიური კონკურსი და ორდღიანი
ვორქშოფი ბლოგერებისთვის. ვორქშოფი ორიენტირებული იქნება სოციალური მედიის მიერ კულტურული
საკითხების გაშუქებაზე.
ორგანიზატორების თქმით, ეს არის კარგი საშუალება სოციალური
მედიის საშუალებით კინოფესტივალი უფრო მასშტაბურად გაშუქდეს.