en
ge

გამჭვირვალობა პარლამენტს ირაკლი ჩიქოვანის საქმიანობის გამოძიებისკენ მოუწოდებს

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო პარლამენტს მოუწოდებს გამოიძიოს კეთილსინდისიერად ასრულებდა თუ არა ირაკლი ჩიქოვანი საკუთარ ვალდებულებებს, როგორც საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე. „კომისიის ვებგვერდის თანახმად, ჩიქოვანი მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა, თუმცა კომისიის წევრად დარჩენას გეგმავს. 
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩიქოვანი სამსახურში 2012 წლის 22 ნოემბრის შემდეგ არ გამოცხადებულა. აქედან, პირველი ორი თვე კომისიის თავმჯდომარე ოფიციალური შვებულებით სარგებლობდა. შვებულების ვადის ამოწურვის შემდეგ კი იგი ორ თვეზე მეტია არასაპატიო მიზეზით აცდენს სამსახურს, რაც, კანონმდებლობის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობად ითვლება", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
სრულად
წყარო: transparency.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)