თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 22 ივნისს, დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე, კომიტეტმა მხარი დაუჭირა „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის საკანონმდებლო ცვლილებების მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის დაბრუნების საკითხს.
„კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნება კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ მისი შემუშავების პროცესი მიმდინარეობდა დაჩქარებულად, დახურულ რეჟიმში, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და სფეროს ექსპერტების სრულფასოვანი ჩართულობის გარეშე“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)