თბილისი. მედიაჩექერი აქვეყნებს ნატალია ვახტანგიშვილის და ნინო ნარიმანიშვილის სტატიას, რომელიც „მთავარი არხი“-ს მიერ ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე მომზადებულ სიუჟეტს შეეხება.
სადავო სიუჟეტზე მასალის ავტორებს ფსიქოლოგი მაია ცირამუა ესაუბრა. მისი შეფასებით, მსხვერპლებისთვის ე.წ. სახის „გაბლარვა“ საკმარისი არ არის და არსებობს ბავშვების ამოცნობის საფრთხე, ასევე ტრავმის ხელახალი განცდის საშიშროება. პორნოგრაფიის საქმეში მონაწილე მოზარდები კი ჟურნალისტური მასალის გავრცელების შემდეგ სექსტინგისა და ბულინგის მსხვერპლებიც გახდნენ. საზოგადოების ნაწილმა ისინი დამნაშავეებად გამოიყვანა - „ამ ბავშვებს წავართვით შანსი, რომ ნდობა გაუჩნდეთ ადამიანების მიმართ. იმიტომ რომ ეს ტალღა, რისხვა, ისევ წავიდა ამ ბავშვების მისამართით და არა იქით, საითაც უნდა წასულიყო“, ამბობს მაია ცირამუა.
სპეციალისტის განმარტებით, კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ამ სიუჟეტს უკავშირდება არის ის, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველი კადრები ხელახლა იწყებს ცირკულირებას, რაც პირველ რიგში, მზა მასალაა პედოფილებისთვის.
წყარო: www.mediachecker.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)