თბილისი. მედიაჩექერი აქვეყნებს ნინო ნარიმანიშვილის ინტერვიუს ჯანდაცვის თემებზე მომუშავე, „კაქტუს-მედიის“ დამფუძნებელთან ცირა გვასალიასთან.
„როდესაც ვწერთ სტატიას ჯანდაცვის საკითხებზე, სულ წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენმა მკითხველმა არაფერი იცის: არა იმიტომ, რომ მათ პატივს არ ვცემთ. მაგალითად, როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოში ამდენი და ამდენია თანმხლები დაავადებების სტატისტიკა, მაგალითად, გულის დაავადებები, იქვე განვმარტოთ რა არის გულის დაავადება, 1-2 წინადადებით, ძალიან მარტივი ენით. სტატია, რომელშიც ეს ახსნილია მოვლენები და ტერმინები, არის მაღალი ხარისხის და ადვილად გასაგები. ეს ნიშნავს, რომ შენ პატივს სცემ შენს მკითხველს. ალბათ, ძალიან სასარგებლოა ვიკითხოთ სანდო საერთაშორისო გამოცემები, განსაკუთრებით იმ სფეროში, რომელშიც ვმუშაობთ. ასევე ძალიან კარგი იქნება, რომ ჟურნალისტები კონკრეტულ მიმართულებებზე მუშაობდნენ. ეს იმიტომ, რომ ხანდახან ინფორმაცია იმდენად სწრაფად იცვლება, ვერ ეწევი“, ამბობს რესპონდენტი.
წყარო: www.mediachecker.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)