en
ge

ადგილობრივი თვითმმართველობის კოალიციის პრეზენტაცია

თბილისი. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), კოალიციის „ადგილობრივი, რეგიონული თვითმმართველობებისა და ადგილობრივი სამოქალაქო აქტორების განვითარებისათვის" პრეზენტაცია გაიმართა. კოალიციის წევრი ორგანიზაციები არიან: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ფონდი ლიბერალური აკადემია - თბილისი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი. კოალიციის მისიაა ადგილობრივი თვითმმართველობისა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა. კოალიციის წევრ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორის ურთოერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც თვითმმართბელობის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებას გულისხმობს.
წყარო: საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)