კახეთი. 25 ივნისს, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი კახეთის რეგიონულ ჰაბს ეწვია და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
„ელჩთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ევროკაშირთან ასოცირების პროცესის პარალელურად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის როლი და ჩართულობა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმ საჭიროებებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, რასაც ადგილობრივ დონეზე აწყდებიან.
ევროკავშირი გააგრძელებს მხარდაჭერას ყველა იმ მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის, რომელიც რეგიონის გაძლიერებისა და ქვეყნის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
კახეთის რეგიონული ჰაბი არის ერთ-ერთი იმ სამოქალაქო საზოგადოების 10 ჰაბიდან, რომელიც ევროკავშირის პროექტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა (CSSI) მხარდაჭერით შეიქმნა.
ჰაბის მუშაობის კოორდინაციას უზრუნველყოფს მედია ცენტრი კახეთი, რომელიც აქტიურად მხარს უჭერს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მუშაობას, ეხმარება მათ კოორდინაციასა და საქმიანობაში“, ნათქვამია კახეთის ჰაბის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: კახეთის ჰაბის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)