en
ge

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ღია წერილი Facebook-ს

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ღია წერილი Facebook-ს

თბილისი. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და მედიის წარმომადგენლები მარკ ზაქერბერგსა და ნიკ კლეგს განცხადებით მიმართვენ.

„გვსურს თქვენი ყურადღება მივაპყროთ საქართველოში დაგეგმილ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ამ კონტექსტში პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფებისა და უცხო ქვეყნის აქტორების მიერ „ფეისბუქზე“ დეზინფორმაციისა და კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამოყენებით თავისუფალი და თანასწორი საარჩევნო გარემოს დაზიანების მცდელობებზე, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და საქართველოს დასავლურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს.

როგორც თქვენ ერთხელ აღნიშნეთ, თქვენ გჯერათ, რომ დემოკრატიის პირობებში, მნიშვნელოვანია ხალხმა ნახოს და მოისმინოს რას ამბობენ პოლიტიკოსები და ამის საფუძველზე თავად გააკეთონ დასკვნები. თუმცა, საქართველოში მიმდინარე ანონიმური, კოორდინირებული დასპონსორებული პოლიტიკური დისკრედიტაციის პირობებში მოქალაქეები შეცდომაში შედიან, რითაც მათ ერთმევათ ინფორმაციის თავისუფლება და შესაბამისად შესაძლებლობაც, საკუთარი შეფასებების საფუძველზე ჩამოიყალიბონ პოლიტიკური შეხედულებები - ეს კი, თქვენი ფორმულის მიხედვით, დემოკრატია აღარ არის, ხოლო ჩვენ გვჯერა, რომ „ფეისბუქი“ დემოკრატიის მხარეს დადგება“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

სრულად...

წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)