თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ეხმაურებიან საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის, ბატონი ჰუბერტ ქნირშის განცხადებას, რომელიც 25 ივნისს, გერმანიის საელჩოს ოფიციალური სოციალური ქსელის (Facebook) გვერდზე გამოქვეყნდა.
„მიმართვაში ელჩი აფასებს საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკულ პოზიციას, რომელიც გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატად, საქართველოს პარლამენტის წევრის, სოფიო კილაძის წარდგენას ეხება.
სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატი გამოირჩევა სამოქალაქო საზოგადოებასთან ღია დაპირისპირებით. ის სიტყვიერად თავს ესხმის უფლებადამცველებს, შედის კონფრონტაციაში ადამიანის უფლებათა აქტივისტებთან, გამოირჩევა ჰომოფობიური და სხვაგვარი დისკრიმინაციული განწყობებით. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი უარყოფითი დამოკიდებულება ლგბტქ თემის წარმომადგენელთა მიმართ. აღნიშნული ფაქტები აღწერილია სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების განცხადებებში და ფართოდ არის გაშუქებული არაერთი მედია საშუალების მიერ. აღნიშნულის გამო საზოგადოებამ არაერთ პროტესტის ფორმას მიმართა.
ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება არა ქალბატონ კილაძეზე პერსონალური თავდასხმა, არამედ სახელმწიფოს მიერ ზემოთქმული პრინციპების უგულვებელყოფის შეფასებაა. ეს კი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის ნაწილი და ამავდროულად, მოვალეობაცაა“.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)