თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს სტატიას: ტყიბული და სამართლიანი ტრანზიცია: გამოწვევები და შესაძლებლობები.
„ამ ტექსტის მიზანი ქვანახშირზე დამოკიდებული რეგიონების ალტერნატიული განვითარების შესახებ არსებული ძირითადი დისკურსებისა და დაგროვებული გამოცდილების მოკლე მიმოხილვაა. მიმოხილვას სამართლიანი ტრანზიციის კონცეფციის განხილვით დავიწყებთ, რომელიც ეკონომიკური ტრანსფორმაციის დღეს არსებულ ჩარჩოებს შორის ყველაზე გავრცელებულია. ამის შემდეგ იმ ინტერვენციებს მიმოვიხილავთ, რომლებიც სამართლიანი სოციოეკონომიკური ტრანსფორმაციისკენაა მიმართული და სამართლიანი ტრანზიციის პრაქტიკულ ნაბიჯებად თარგმნის მაგალითებს წარმოადგენს. ბოლოს ალტერნატიული განვითარების ხელშეწყობის პროცესში სხვადასხვა ჩართული მხარის – პროფკავშირებისა და სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზიციის – როლზეც ვისაუბრებთ, რადგან გააზრებული და კოორდინირებული მოქმედების გარეშე სამართლიანი ტრანზიციის უზრუნველყოფა შეუძლებელია“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)