en
ge

საზოგადოებრივი მონიტორინგი თვითმმართველ ქალაქებში

თბილისი. აპრილში კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ჩაატარეს შეხვედრები ადგილობრივ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან ფოთის, ბათუმისა და ქუთაისის თვითმმართველ ქალაქებში. შეხვედრებზე მოხდა ინფორმაციის გაცნობა დაინტერესებული მხარეებისთვის პროექტის მიზნების, ამოცანების, დაგეგმილი ღონისძიებებისა და დონორი ორგანიზაციის შესახებ. ასევე, მხარეების მიერ ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რითაც დადასტურდა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის მზაობა.შეხვედრები ჩატარდა პროექტის ფარგლებში - „საზოგადოებრივი მონიტორინგი თვითმმართველობის გამჭვირვალობისთვის", რაც ითვალისწინებს დასავლეთ საქართველოს თვითმმართველ ქალაქებში არსებულ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისთვის მონიტორინგის გამოცდილების გაზიარებას და ამ გზით რეგიონებში თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგის ეფექტიანობის ხელშეწყობას. პროექტის ხანგძლივობა შეადგენს 9 თვეს. პროექტი ხორციელდება დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED) ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ciesr.org


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)