თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, კომუნიკაციების ეროვნული კომისია მცდარ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებს.
„კომისიის მიერ საიას შესახებ გაკეთებული განცხადება, რომ ვეწინააღმდეგებით მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონის აღსრულებას, სიმართლეს არ შეესაბამება და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სწორედ საია იყო ერთ-ერთი ინიციატორი 2013 წლის 12 ივლისს მიღებული კანონისა, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ავტორობით მომზადდა (იხ. კანონის პროექტის განმარტებით ბარათი). კანონის მიღებაც არასამთავრობო სექტორის, მათ შორის, საიას აქტიური მონაწილეობით მოხდა და კომისიის მხრიდან იმის მტკიცება, რომ ვეწინააღმდეგებით ჩვენი თანაავტორობით მომზადებული კანონის აღსრულებას, ლოგიკას მოკლებულია“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)