თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდის მოთხოვნით პეტიცია დაარეგისტრირა. ორგანიზაცია გთხოვთ, გაეცნოთ და ხელი მოაწეროთ მას...
„ვადგენთ აღნიშნულ პეტიციას, რათა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა საყოფაცხოვრებო სუბსიდია, რაც შეადგენს თვეში 7 ლარს, გაიზარდოს და გაუთანაბრდეს სხვა სოციალური კატეგორიებისთვის დაწესებულ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობას - 44 ლარს. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეპრესირებულთათვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდა იქნება საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი 10 ათასი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი დახმარება და სახელმწიფოს მხრიდან მათი რეალური მხარდაჭერა“, ნათქვამია პეტიციის აღწერაში.
წყარო: ichange.gov.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)