შიდა ქართლი. 28 ივნისს, საქართველოს გაეროს ასოციაციის გორის ფილიალის ოფისში, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) ინიციატივით გაიმართა ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრაზე განხილეს სექტორის როლი საზოგადოებაში და მისი მომავლის პერსპექტივები.სამოქალაქო განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ზვიად დევდარიანმა ისაუბრა საზოგადოებრივი სექტორის საქმიანობის ეფექტურობაზე და მის მომავალზე - თუ როგორ უნდა დარჩეს იგი ქვეყანაში მნიშვნელოვან მოთამაშედ» თანდათან შეზღუდული ფინანსური მხარდაჭერის პირობებში.
მანვე გააჟღერა ინიციატივა შექმნილიყო ადგილობრივი ორგანიზაციების მონაწილეობით, საქართველოს მასშტაბით, სამოქალაქო საზოგადოების ქსელი, რომელიც ღია იქნებოდა როგორც რეგისტრირებული ორგანიზაციებისთვის, ასევე აქტიური მოქალაქეების ჯგუფებისათვის.შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 12 ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელმა.