თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საზოგადოება „მემორიალთან“ ერთად, რეპრესირებულთა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდის მიზნით, ფართომასშტაბიან კამპანიას იწყებს.
„პირველი აქტივობა რეპრესირებულთათვის განკუთვნილი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდის მოთხოვნაა, რადგან სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა სოციალური კატეგორიებისთვის დაწესებულ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობებს შორის, ყველაზე დაბალი, 7 ლარიანი დახმარება (ჩერნობილის ბირთვული ობიექტის შემხებლობაში მყოფ პირებთან ერთად), სწორედ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირებისთვისაა გათვალისწინებული. სუბსიდიის ზრდის მოთხოვნით, IDFI-მ ღია წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)