თბილისი. 7 ივლისს, დასრულდა სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლემ დააკმაყოფილა პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) აღმასრულებელი დირექტორის, ანა არგანაშვილის მოთხოვნა არასრულწლოვან ბავშვთან ერთად კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადასვლაზე.
„სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბავშვის ინტერესის დაცვა უპირატესია და მისი საჭიროებების გათვალისწინების გარეშე არ უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილებების მიღება. სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება პროექტ „ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში USAID/PROLoG-ის ფინანსური მხარდაჭერით“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)