თბილისი. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები ეხმიანებიან საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ კანონპროექტს „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
„მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული ცვლილებები გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვის რისკებს მოიცავს და მისი მიღება უდიდეს ზიანს მიაყენებს მედიაგარემოს. მოვუწოდებთ, საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვას ამ კანონპროექტის დამტკიცება წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესების გათვალისწინებით. მოვითხოვთ კომუნიკაციების კომისიის მიერ შემოთავაზებული წინადადებები საქართველოს პარლამენტმა განიხილოს მაუწყებლების, ავტორიზებული პირების, შიდა და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)