თბილისი. PHR-ს დასახმარებლად მიმართა დედამ, რომელიც უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ საკარანტინე ზონაში 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად არანებაყოფლობით იმყოფებოდა.
„მცირეწლოვანი ბავშვების დედის განცხადებით საკარანტინე ზონაში ბავშვებისთვის შეუფერებელი პირობებია. ბავშვებს განსაკუთრებით უჭირთ უკიდურესად პატარა და უცხო სივრცეში, საკუთარი სახლისგან და ნივთებისგან დაშორებით, იზოლაციაში დარჩენა. ეს ყოველივე რთულდება არაადეკვატური კვებით. უცხო სივრცეში კარანტინში ყოფნა აგრეთვე იწვევს ბავშვებისთვის ემოციური პრობლემების გაჩენას. ჩვენი ორგანიზაციის იურისტებმა შეისწავლეს საქმე და დაიწყეს სამართლებრივი პროცედურების განხორციელება. ამავე დროს, ჩვენს მიერ საჯაროდ გავრცელდა აღნიშნული ინფორმაცია, რასაც საბოლოოდ პოზიტიური შედეგი მოჰყვა და ოჯახი ინფორმაციის გავრცელების დღესვე გადავიდა თვითიზოლაციაში“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)