კახეთი. 16 აპრილს, სიღნაღის მუნციპალიტეტის დარბაზში სათემო კავშირ ,,ნუკრიანისა" და სამოქალაქო ინიციატივის კოალიციური პროექტის ,,ინტერაქცია თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის ინტერნეტ სამოქალაქო ჩართულობის გზით" პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები და სოფლის რწმუნებულები დაესწრნენ. პროექტი ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
წყარო: „ნუკრიანის" გვერდი სოციალურ ქსელში