თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ეთო გვრიტიშვილის მიერ მომზადებულ პოლიტიკის დოკუმენტს: შრომის ფრაგმენტული ინსპექტირება - ზედამხედველობის გარეშე დარჩენილი შრომითი უფლებები.
„მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, ქვეყანაში შრომითი უფლებების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკა დღემდე არ არსებობს. ბოლო წლებში წარმოებული კვლევების თანახმად, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ყველაზე ხშირად შრომითი უფლებები ირღვევა. მოსახლეობის მოსაზრებით, ყველაზე ხშირია სამუშაო ადგილზე არასათანადო ანაზღაურება (71%), შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა (64%), სამუშაო საათების ხანგრძლივობის ნორმების დარღვევა (57%), ანაზღაურების დაგვიანება (42%), ანაზღაურებადი შვებულების უფლების დარღვევა (30%), დეკრეტული შვებულების უფლების დარღვევა(15%)“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)