თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება ბოლო პერიოდში მომხდარ ძალადობრივ კონფლიქტებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური რეფორმების დროულად გატარებისკენ მოუწოდებს.
ორგანიზაციის შეფასებით, „ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებები ვერ გახდა რეალურად დეპოლიტიზირებული, ანგარიშვალდებული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემის ჩამოყალიბების საფუძველი. საზოგადოებაში კვლავაც რჩება განცდა, რომ არსებობს სამართალდამცავ ორგანოებზე გავლენის მოხდენის საფრთხეები, არაობიექტური გამოძიების, დაუსჯელობის რისკები და სამართალდამცავი სისტემის დაბალი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე“.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)