თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება ინტეგრაციის 2021-2024 წლების ახალი სამთავრობო სტრატეგიის შემუშავების პროცესისთვის დაგეგმილ სტრატეგიულ შეხვედრაში პლატფორმა სალამის ჩართვაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის უარს და სოლიდარობის ნიშნად ისიც უარს აცხადებს დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობაზე.
„სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ სახელწიფო ინსტიტუტები სალამს და მის მსგავს გაერთიანებებს სამუშაო, საკონსულტაციო და სხვა პოლიტიკურ პლატფორმებში პატივისცემით იწვევდნენ, უსმენდნენ და მათ მოსაზრებებს ითვალისწინებდნენ, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ინტეგრაციის ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესისთვის დაგეგმილ სტრატეგიულ შეხვედრაში მონაწილეობაზე პლატფორმა სალამს სრულიად დაუსაბუთებელი უარი განუცხადა“.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)