თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) პროექტის „ყველაზე მოწყვლადი პირების და თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში“, ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
„კონკურსში გამარჯვებული პროექტები მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვას საქართველოში, ადგილობრივ დონეზე შემოსავლის მომტანი აქტივობების ხელშეწყობას და განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვას სიღარიბით გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევების შესამცირებლად. საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტებია:
- ა(ა)იპ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტი „მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლების მახალაკური, ჩანჩხალო და ბზუბზუს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება“.
- ა(ა)იპ „ჭიათურელთა კავშირის“ პროექტი „ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის საბავშვო ბაღის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია“.
- ა(ა)იპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ პროექტი „ხევსურეთში დაცლის პირას მყოფ სოფლებში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა““.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)