თბილისი. „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" გამართა კვლევის – „საქართველოში საერთო სასამართლოების მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების გამოყენების შეფასება"– პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის, ასევე ახალგაზრდა იურისტთა, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენლები და დამოუკიდებელი იურისტები. ორგანიზაციის იურისტებმა სტუმრებთან ერთად იმსჯელეს იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების შესწავლის და წარმოების შედეგად შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ.
კონსტიტუციის 42-ე მუხლის წარმომადგენელებმა, პროექტის ფარგლებში შეისწავლეს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი 270 გადაწყვეტილება.
კვლევა ასახავდა გამოსახლების, კომპენსაციისა და სტატუსის მინიჭების პრობლემებს,
პროექტი განხორციელდა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით.
წყარო:article42.ge