თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ისტიტუტი (IDFI) შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
„ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ მიაქცია საზოგადოების ყურადღება საქართველოში შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობის საკითხისადმი. ცხადად წარმოჩინდა საზოგადოების ცნობიერებაში, კანონმდებლობასა და პრატიკაში არსებული კომპლექსური პრობლემები, რომლებიც საჭიროებენ დაუყოვნებლივ რეაგირებას სისტემურ დონეზე“, - ვკითხულობთ განცხადებაში, - „საჭიროა, შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებით არსებული პრობლემები სრულად იქნეს გააზრებული მაღალ პოლიტიკურ დონეზე. ამის შემდეგ კი უნდა გადაიდგეს ქმედითი ნაბიჯები საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის შექმნის მიზნით“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)