en
ge

რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეთა უფლებების უხეში ხელყოფა კვლავ გრძელდება

რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეთა უფლებების უხეში ხელყოფა კვლავ გრძელდება

თბილისი. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიცია ეხმიანება რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ზაზა გახელაძის და ხვიჩა მღებრიშვილის უკანონო დაკავებისა და ბრალდების საქმეებს და ამ ქმედებებს რუსეთის მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მნიშვნელოვან დარღვევად აფასებს. 

„ზაზა გახელაძის და ხვიჩა მღებრიშვილის დაკავების და ბრალდების საქმეები სხვა ინციდენტებთან ერთად ნათლად მიუთითებს რუსეთის და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებათა მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სისტემური ხელყოფის ფაქტებზე. არსებულ მძიმე უფლებრივ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა სწორედ რუსეთის ფედერაციას ეკისრება როგორც ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს. ოკუპირებული ტერიტორიები, ისევე, როგორც დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებები უკონტროლო და თვითნებურია, რაც შესაბამისი აქტორების მხრიდან დროულ და სათანადო რეაგირებას საჭიროებს“, - ნათქვამია განცხადებაში. 

სრულად  

წყარო: https://www.gyla.ge/ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)