en
ge

მრგვალი მაგიდა ტრეფიკინგის საფრთხეების შესახებ

თბილისი. 16 აპრილს, გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა პროექტის -„ტრეფიკინგის საფრთხეების შესახებ ცოდნის გაღრმავება განათლების ხელშეწყობის გზით" - ფარგლებში. პროექტს ახორციელებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით. შეხვედრა მიზანად ისახავდა ტრეფიკინგის პრევენციაში მონაწილე პარტნიორების მიმდინარე საქმიანობებისა და მომავალი გეგმების ურთიერთგაცნობას.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს ტრეფიკინგის პრევენციის გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფაზე, ტრეფიკინგთან ბრძოლის ორწლიანი სამოქმედო გეგმის განხორციელებასა და განსაკუთრებით, ამ პროცესში მრავალდისციპლინარული ორგანიზაციების ჩართულობასა და კოორდინირებაზე.
წყარო: პორტალი GINSC

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)