თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება ნამახვანის კასკადის წინააღმდეგ, დღეს, ქუთაისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას და მოუწოდებს ხელისუფლებას, არ დაუშვას აღნიშნული პროექტის განხორციელება, მისი ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური შედეგების სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე.
„საზოგადოების მაღალი ინტერესის, სამართლებრივი დავისა და დამოუკიდებელი კვლევების სახიფათო პროგნოზების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობასა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოვუწოდებთ:
- ალტერნატიული კვლევების საფუძველზე შესწავლონ ნამახვანი ჰესის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების კანონშესაბამისობა და პროექტის გარემოზე ზემოქმედდების ხარისხი;
- საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს ნამახვანი ჰესის მშენებლობის პროცესი;
- შეიმუშავონ განახლებადი ენერგეტიკის, მათ შორის, ჰიდროენერგეტიკის განვითარების სისტემური მიდგომა და სტრატეგია;
- ჰესებთან დაკავშირებული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპებზე, უზრუნველყონ ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვა;
- აღმოფხვრან ჰესების მშენებლობის დაგეგმვისა და კომპანიებთან წინასწარი შეთანხმების გაუმართავი და გაუმჭვირვალე პრაქტიკა;
- უზრუნველყონ ჰესების მშენებლობის პროექტების ზეგავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული პირების სათანადო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
- უზრუნველყონ ჰესების პროექტების ზეგავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობის უფლებების დაცვა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი